08 სექტემბერი 2024,   03:53
ვრცლად
12:00 საათის მონაცემებით, რუსთავში საკუთარი არჩევანი 12 162 ამომრჩეველმა დააფიქსირა

რუსთავის საოლქო კომისიაში ჯერჯერობით არც ერთი საჩივარი შესული არ არის. კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, 87-ვე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

12 საათის მონაცემებით, უბნებზე მივიდა და ხმა მისცა 12 162 ამომრჩეველმა. როგორც საოლქო საარჩევნო კომისიაში ამბობენ, დრო კიდევ არის 20:00 საათამდე და შესაძლოა სურათი შეიცვალოს. რაც შეეხება საარჩევნო პროცესს მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

"არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში, არანაირი დარღვევა არ ყოფილა, შესაბამისად არ არის საჩივარი არ არის ჩვენს უბანზე, აქტივობაც გამომდინარე იქიდან, რომ დღის პირველი ნახევარია არის მაღალი,"-აცხადებს რუსთავის #1 უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ლოლაძე.

შეგახსენებთ, დღეს ბათუმში, რუსთავსა და გარდაბნის რამდენიმე სოფელში შუალედური არჩევნები ტარდება. რუსთავი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. ბათუმი კი საკრებულოს ერთ დეპუტატს.

შუალედური არჩევნებისთვის რუსთავი-გარდაბნის ოლქში - 117, ბათუმში უბანია გახსნილი. რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. ესენი არიან: მამუკა ტუსკაძე "სოციალური სამართლიანობისათვის", ირაკლი შატაკიშვილი "ქართული ოცნება" და კამალ მურადხანოვი "საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია".

პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის საარჩევნო ოლქში ახალი მაჟორიტარის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტის წევრი ნინო ლაცაბიძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე რუსთავის მერი გახდა.

დღის ამბები