06 მაისი 2024,   20:58
ვრცლად
იტალიის მთავრობა მზადაა გახდეს უკრაინის ნეიტრალიტეტის გარანტორი - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი

იტალია მზადაა უკრაინის უსაფრთხოების კუთხით გარანტორი სახელმწიფო გახდეს - ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ლუიჯი დი მაიოს თქმით, იტალია უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, რომ სანქციებით და დიპლომატიური არხით კონფლიქტის დასულება მოხდეს.

"მხარეებს შორის მოლაპარაკებების გაგრძელება და ჰუმანიტარული ზავი პრიორიტეტულია. მნიშვნელოვანია თურქეთში ორი დელეგაციის შეხვედრის შემდეგ მიღწეული პროგრესი. იტალიის მთავრობა მზადაა, წვლილი შეიტანოს სამშვიდობო პროცესში და იმოქმედოს, როგორც უკრაინის ნეიტრალიტეტის გარანტორმა" - განაცხადა იტალიელმა დიპლომატმა.

დღის ამბები