20 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
ცესკო - 17:00 საათისთვის, შუალედურ არჩევნებზე 40 287 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 25,8%

ცესკოს მონაცემებით, ბათუმში, რუსთავსა და გადრაბანში მიმდინარე შუალედურ არჩევნებზე 17:00 საათისთვის 40 287 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 25,8%-ია.

როგორც ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა აღნიშნა, ბათუმში 17:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე მივიდა  8 395 ამომრჩეველი - 40,7%, ხოლო რუსთავსა და გარდაბანში - 31 892, რაც ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა 22,8%-ია.

"წარმოგიდგენთ ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ, 17:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 40 287 ამომრჩეველი მივიდა (25,08%).  ბათუმში საარჩევნო უბნებზე მივიდა 8 395 ამომრჩეველი (40.7%); ხოლო რუსთავსა და გარდაბანში - 31 892  (22.8%)
უბნების დახურვამდე დარჩენილია სულ რაღაც ორი საათი; ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს იაქტიურონ.

ხმის დათვლის პროცედურები დღეს 20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და საიტზე მოხდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ საკმაოდ მაღალია არჩევნებზე დამკვირვებელთა რაოდენობა- რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 278  წარმომადგენელი, 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1590 დამკვირვებელი და 4 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს აშუქებს 16 მედიაორგანიზაციის 679  წარმომადგენელი,"-განაცხადა ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა. 

დღის ამბები