08 სექტემბერი 2024,   03:51
ვრცლად
არჩევნები გარდაბანში - საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 37% მივიდა, ამომრჩევლის 37%-მა, საოლქო კომისიაში კი დარღვევების შესახებ არც ერთი საჩივარი არ შესულა

არჩევნები მიმდინარეობდა დღეს გარდაბნის 16 სოფლის 33 საარჩევნო უბანზე. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო დარეგისტრირებული ამომრჩევლის 37%-მა. საოლქო კომისიაში დარღვევების შესახებ არც ერთი საჩივარი შესული არ არის.

შეგახსენებთ, დღეს ბათუმში, რუსთავსა და გარდაბნის რამდენიმე სოფელში შუალედური არჩევნები ტარდება. რუსთავი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. ბათუმი კი საკრებულოს ერთ დეპუტატს.

შუალედური არჩევნებისთვის რუსთავი-გარდაბნის ოლქში - 117, ბათუმში უბანი იყო გახსნილი. რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარობისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა. ესენი არიან: მამუკა ტუსკაძე "სოციალური სამართლიანობისათვის", ირაკლი შატაკიშვილი "ქართული ოცნება" და კამალ მურადხანოვი "საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია".

პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის საარჩევნო ოლქში ახალი მაჟორიტარის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტის წევრი ნინო ლაცაბიძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე რუსთავის მერი გახდა.

დღის ამბები