"კურიერის" ინფორმაციით, თბილისის ცენტრში მომხდარ დაპირისპირებაში ე.წ. კანონიერი ქურდები ფიგურირებენ - ისინი გარჩევას ონლაინ, ვიდეოზარის საშუალებით ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, გვიან ღამით თბილისში დაპირისპირება მოხდა, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 5 პირი. შემთხვევა ლაგუნა ვერეს მიმდებარედ მოხდა. დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. გამოძიება 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.
ექიმის განმარტებით, 34 წლის პაციენტს ცეცხლსასროლი ჭრილობები აღინიშნებოდა დუნდულების და ტორსის მიდამოში. პაციენტს სათანადო კვლევები და ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის თქმით, დაჭრილის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილურია.