05 ნოემბერი 2026,   10:40
ვრცლად
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს", - ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აჭარის რეგიონში ყალბ 50- და 100-დოლარიან კუპიურებს ასაღებდა.

"ჯამში, მის მიერ გასაღებულია 13 400 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების 231 ყალბი ბანკნოტი, მათ შორის, 194 ცალი 50-დოლარიანი და 37 ცალი 100-დოლარიანი კუპიურა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი ბანკნოტები სრულად იქნა ამოღებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით მიმდინარეობს", - აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები