05 ნოემბერი 2026,   11:45
ვრცლად
ჰავანაში საქართველოსადმი მიძღვნილი მოზაიკური პანო გაიხსნა - ნამუშევარი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს ეძღვნება

კუბის დედაქალაქ ჰავანაში, საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, საზეიმოდ გაიხსნა ფერადი მოზაიკური პანო - "საქართველო. ქართული ცივილიზაცია", რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 17 საუკუნოვან იუბილეს ეძღვნება.

ფერადი მოზაიკური პანო ჰავანის გამორჩეულ სახელოვნებო სივრცეში - ფუსტერლანდიაში განთავსდა. ეს ადგილი ცნობილია ფერადი მოზაიკებით გაფორმებული არქიტექტურითა და შემოქმედებითი გარემოთი, სადაც, საქართველოს გარდა, კუბაში აკრედიტებული სხვა დიპლომატიური მისიების ნამუშევრებიც არის წარმოდგენილი.

ღონისძიება ოფიციალურად გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კუბასა და კარიბის ქვეყნებში გიგლა ბარამიძემ. გაიმართა მიღება და ქართული ღვინის დეგუსტაციაც

დღის ამბები