27 აგვისტო 2026,   19:12
ვრცლად
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტს ამზადებს - დმიტრო კულება

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტს ამზადებს - ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს. დმიტრო კულებას განმარტებით, ამ გზით ის ხარვეზები აღმოიფხვრება, რაც რუსეთს შეზღუდვების გვერდის ავლის საშუალებას აძლევდა.

მისი თქმით, როგორც თავად, ასევე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კომუნიკაციაში არიან თავიანთ კოლეგებთან იმ ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთმა, შესაძლოა სანქციებისთვის თავის ასარიდებლად გამოიყენოს.

"ევროკავშირი ამზადებს სანქციების მეხუთე პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ. მხოლოდ სანქციების მეხუთე პაკეტში, რომელსაც მალე მიიღებენ, ბლოკი დახურავს გასული თვის განმავლობაში აღმოჩენილ ხარვეზებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიერ სანქციების გვერდის ავლის საშუალებას იძლევა. დეტალებს ვერ გავამხელ, მაგრამ ვიტყვი, რომ ჩვენ პოლიტიკურ დონეზე ბევრი ასეთი გზა დავკეტეთ," - აცხადებს დმიტრო კულება.

დღის ამბები