08 სექტემბერი 2024,   03:39
ვრცლად
უკრაინას ჯერ კიდევ არ მიუღია საკმარისი ანტისარაკეტო სისტემა. არ მიუღია ის, რისი მოწოდებაც შეეძლოთ პარტნიორებს, შეეძლოთ - და კვლავაც შეუძლიათ! - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ომის 39-ე დღეს დასავლეთს დახმარებას კიდევ ერთხელ სთხოვს. მისი თქმით, უკრაინას ჯერ კიდევ არ მიუღია საკმარისი თანამედროვე დასავლური ანტისარაკეტო სისტემები.

​"რა არის რუსული ჯარების მიზანი? მათ სურთ დაიკავონ როგორც დონბასი, ასევე უკრაინის სამხრეთი. რა არის ჩვენი მიზანი? დავიცვათ ჩვენი თავი, თავისუფლება, ჩვენი მიწა და ხალხი. სამწუხაროდ, უკრაინას დასავლეთისგან ჯერ კიდევ არ მიუღია საკმარისი ანტისარაკეტო სისტემა. არ მიუღია თვითმფრინავები. ის, რისი გადმოცემაც შეეძლოთ პარტნიორებს. შეეძლოთ - და კვლავაც შეუძლიათ! ყოველი რუსული რაკეტა, რომელიც მოხვდა ჩვენს ქალაქებს და ყოველი ბომბი, რომელიც ჩვენს ხალხს, შვილებს ესროლეს, მხოლოდ შავ საღებავს უმატებს ისტორიას, რომელიც აღწერს ყველას, ვისზეც იყო დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილების, რომ უკრაინას თანამედროვე იარაღით დაეხმარონ," - განაცხადა ზელენსკიმ. 


დღის ამბები