უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მე-40 დღე - ქალაქებში კვლავ განგაშის სიგნალი ისმის. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხარკოვის სლობიდსკის რაიონში დაბომბვებს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 34.
გარდა ამისა, სუმის რეგიონიდან ოკუპანტების გასვლის დაწყების შესახებ იუწყება ადგილობრივი ხელისუფლება.
ინფორმაცია ვრცელდება ჩერნიგოვის ოლქის ოკუპანტებისგან სამი დასახლების გათავისუფლების შესახებაც.
გაეროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 1 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2 000-ზე მეტი კი - დაშავდა.
ამასთან, ევაკუაცია გრძელდება მარიუპოლიდან და ლუჰანსკიდან, საიდანაც ერთ დღეში 3 000-მდე ადამიანი გაიყვანეს. დიდი ბრიტანეთის დაზვერვა იუწყება, რომ რუსეთის შეჭრის მთავარი მიზანი მარიუპოლის აღებაა.
უკრაინის გენშტაბი კი აცხადებს, რომ ოკუპანტები სარაკეტო თავდასხმებს განაგრძობენ და მოსახლეობაში პანიკის დათესვას ცდილობენ.
უკრაინის თავდაცვის საბჭოს მდივანი ვარაუდობს, რომ დონეცკის, ლუჰანსკისა და ხარკოვის ოლქების მიმართულებით უახლოეს დღეებში მძიმე ბრძოლები იქნება.