სენაკში ცხედარი იპოვეს - "კურიერის" ინფორმაციით მამაკაცი, სავარაუდოდ, მოკლულია.
გარდაცვლილი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული პირია, რომელიც რამდენიმე წელია სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყირში მარტო ცხოვრობს.
რა გახდა დანაშაულის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს, მიმდინარეობს ექსპერტიზა. გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო.
მამაკაცს სამაშველო სამსახურები და ადგილობრივები სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.