საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ანტალიის გრანპრის გამარჯვებულია. გუნდმა გრანდ სლემი 4 მედლით დაასრულა - 2 ოქრო და 2 ვერცხლი. რაც გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილის მოსაპოვებლად საკმარისი გამოდგა.
გადამწყვეტი იყო გურამ თუშიშვილის მიერ მოპოვებული ოქროს მედალი, რისი წყალობითაც საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში საფრანგეთს გადაუსწრო. თუშიშვილმა ფინალში უზბეკი ალიშერ იუსუპოვი იპონით დაამარცხა.