04 მაისი 2024,   12:06
ვრცლად
ზალკალიანის აშშ-ში ელჩად დანიშვნა გაცილებით ადრე იყო დაგეგმილი, ომმა ეს პროცესი გადადო - ქადაგიშვილი

"ქართული ოცნების" წევრის ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის შეცვლის გადაწყვეტილება უკრაინაში ომის დაწყებამდე იყო მიღებული, თუმცა ეს გადაწყვეტილება უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა გადადო.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების მისაღებად დროის შერჩევა ომიდან გამომდინარე მოხდა.

"ზალკალიანის ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩად დანიშვნა და მისი საგარეო მინისტრის თანამდებობიდან წასვლა გაცილებით ადრე იყო დაგეგმილი, ვიდრე უკრაინაში ომი დაიწყებოდა. უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ეს პროცესი გადადო, რადგან როცა დიპლომატია სხვა რეჟიმში მუშაობდა, არ შეიძლებოდა, სხვა ნაბიჯის გადადგმა. დავით ზალკალიანის სურვილი იყო, მინისტრის თანამდებობიდან წასულიყო, მაგრამ დიპლომატიაში ყოფილიყო," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ილია დარჩიაშვილმა შეცვალა, ხოლო ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

დღის ამბები