08 სექტემბერი 2024,   03:47
ვრცლად
მათ უნდა დაივიწყონ NATO-ში გაწევრიანება - ლავროვი უკრაინაზე

უკრაინელებმა უნდა დაივიწყონ ნატოში გაწევრიანება - ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს. სერგეი ლავროვი ამბობს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები გავლენას არ ახდენს ე.წ. სამხედრო ოპერაციაზე, თუმცა მასზე გავლენას გარე მოთამაშეები ახდენენ.

ლავროვი იმედოვნებს, რომ უკრაინული დელეგაცია გარე მრჩევლებს არ მოუსმენს.

"29 მარტს სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ დავინახეთ რეალიზმის გამოჩენა უკრაინის დელეგაციის პოზიციაში უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზებთან დაკავშირებით. კიევის წარმომადგენლებისთვის ცხადი გახდა, რომ ნატოში უსაფრთხოების გარანტიების მიღება შეუძლებელია და მათ უნდა დაივიწყონ ნატოში გაწევრიანება. უფრო მეტი რეალობაა უკრაინის ნეიტრალურ და ბირთვული იარაღისგან თავისუფალ სტატუსში.

რაც შეეხება მოლაპარაკებების გავლენას რუსეთის სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობაზე, ვიტყოდი, რომ მოლაპარაკებები არ მოქმედებს ოპერაციის კურსზე, არამედ გარე მოთამაშეები, რომლებიც ცდილობენ ჩაერიონ ამ მოლაპარაკებებში და რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ შეტაკებები ადგილზე.

ჩვენ ვიცით, ვინ აძლევს ამ რჩევას ჩვენს უკრაინელ მეზობლებს და ვიცით, რომ ეს კეთდება ძალიან ბოროტი მიზნების მისაღწევად - მიზნები, რომლებსაც საერთო არ აქვს უკრაინელი ხალხის ინტერესებთან, უკრაინის უსაფრთხოების ინტერესებთან და ზოგადად ეუთოს რეგიონში, ჩვენს ევროპულ რეგიონში უსაფრთხოების ინტერესებთან. ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი, ვინც კიევის დელეგაციას ხელმძღვანელობენ მოლაპარაკებებში, საბოლოოდ დაიწყებენ ხელმძღვანელობას საკუთარი ეროვნული ინტერესებით, ხალხის ინტერესებით და არ მოუსმენენ მრჩევლებს შორიდან, რომლებსაც ზოგჯერ უბრალოდ სურთ ნახონ როგორ გაგრძელდება აქ კრიზისული ვითარება," - განაცხადა ლავროვმა.

დღის ამბები