08 სექტემბერი 2024,   03:42
ვრცლად
"დასავლეთის ქედმაღლობა, რომელიც უგულებელყოფს სხვა ქვეყნების ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას, კარგს არ მოიტანს" - ლავროვი

ბაიდენის შეფასება პუტინზე ადასტურებს იმას, რომ ამერიკელ პოლიტიკოსებს ყველაფერი კარგად არ აქვთ სინდისთან მიმართებაში - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მან უპასუხა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომელმაც რუს კოლეგას სამხედრო დამნაშავე კიდევ ერთხელ უწოდა.

ლავროვის თქმით, "ქედმაღლობა, რომლითაც აღსავსეა დღეს ამერიკა, სიკეთეს არ მოიტანს".

"განცხადება რუსეთის ლიდერზე იმას ადასტურებს, რომ ბევრ ამერიკელ პოლიტიკოსს, რომლებიც ერაყის ომის სათავეებთან იდგნენ ცნობილი საბაბით, რომლებმაც დააქციეს ლიბია ნატოს პარტნიორებთან ერთად, რომლებიც შეიჭრნენ სირიაში, ამ პოლიტიკოსებს, საერთოდაც, სინდისთან ყველაფერი რიგზე არ აქვთ. დასავლეთის ქედმაღლობა, რომელიც უგულებელყოფს სხვა ქვეყნების ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას, კარგს არ მოიტანს.

გულწრფელად გეუბნებით, რომ ეს არ არის რომელიმე ერის ინტერესებში, მათ შორის, ეს არ არის თავად დასავლეთის ქვეყნების ხალხთა ინტერესებში," - აღნიშნა ლავროვმა.

დღის ამბები