08 სექტემბერი 2024,   03:48
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძეს შეხვდა

საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ჯონათან ჯანოგლის პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე შეხვდა. განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, უკრაინაში მიმდინარე პროცესები და საქართველოს პოზიცია.

"შევეხეთ ყველა საინტერესო თემას, რომელიც უკავშირდება რეგიონს. პირველ რიგში ვისაუბრეთ ბრიტანეთსა და საქართველოს თანამშრომლობაზე, მეგობრობაზე და ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე. შევეხეთ რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და საქართველოს პოზიციაზე. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ მოვლენებს საქართველოზე. სანქციებთან დაკავშირებით იყო მხოლოდ განმარტება ჩვენი მხრიდან, თუ რატომ იკავებს კონკრეტულ პოზიციას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სანქციებთან მიმართებაში,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ჯონათან ჯანოგლი მმართველი გუნდის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებს ხვდება.

"დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იყო და იქნება საქართველოს და ბრიტანეთს შორის ურთიერთობების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება. მოხარული ვარ, რომ დიდი ბრიტანეთი მოწოდების სიმაღლეზეა და გრძელვადიან პერსპექტივაშიც უყურებს მშვიდობის გარანტიებისა და დამატებითი ღონისძიების აუცილებლობას. ამ კონტექსტში საქართველოს განსაკუთრებული აქტიურობა მართებს," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

 

 

დღის ამბები