08 სექტემბერი 2024,   03:42
ვრცლად
სააკაშვილს შეუძლია თავი გაასაღოს პუტინის ან შაჰ-აბასის პატიმრად, ბინძური ტრაილერით რომ შემოხვალ ქვეყანაში, რომელსაც მართავდი, ეს მეტყველებს შენს მორალურ სახეზე - გიორგი ცაგარეიშვილი

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის განცხადებას პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა უპასუხა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში აღმშენებლობის პროცესი მალე დაბრუნდება, თუმცა "აღარ უნდა დავუშვათ, რომ მტერი შემოვიდეს და კაპიტულანტების მეშვეობით დაიკავოს ის, რაც ვერ შეძლო 2008-ში".

საპასუხოდ, გიორგი ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ კაპიტულაცია ქვეყანაში 2008 წელს იყო.

ამასთან, ცაგარეიშვილის შეფასებით, სააკაშვილს შეუძლია საკუთარს თავს არამხოლოდ "პუტინის პატიმარი", არამედ საქართველოს ისტორიაში სხვა დამპყრობლების ტყვეც უწოდოს.

"კაპიტულაცია მე მახსოვს 2008 წელს. ეს იყო კაპიტულაცია, ჰალსტუხის მჭამელი, მფორთხავი სარდლის მიერ გამოცხადებული. მიხეილ სააკაშვილი არის გასამართლებული იმიტომ, რომ იგი არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას და კანონებს, ჩაგრავდა ადამიანებს, არბევდა მიტინგებს. ბინძური ტრაილერით რომ იმოგზაურებ და შემოხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც შენ მართავდი ავად თუ კარგად, ეს ძალიან კარგად მეტყველებს შენს მორალურ სახეზე და იმაზე, თუ რა გინდოდა შენ ამ ქვეყნისგან, შესაბამისად, ეს ადამიანი მიიღებს იმას რაც უნდა მიიღოს, როგორც დამნაშავემ და კრიმინალმა. მას შეუძლია საკუთარი თავი გაასაღოს პუტინის პატიმრად, ან შაჰ-აბასის პატიმრად, თემურ ლენგის ან მურვან ყრუს," - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

დღის ამბები