18 მაისი 2024,   17:09
ვრცლად
რუსეთის მიზანია უკრაინელი ერის გაქრობა - ანდჟეი დუდას, თქმით საფრთხე პოლონეთსაც ემუქრება 

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, რთულია იმის უარყოფა, რომ რუსეთის ძალები უკრაინაში გენოციდს სჩადიან. ანდჟეი დუდამ CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთის მიზანი უკრაინელი ერის გაქრობაა. პოლონეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ სრული აგრესიის საფრთხის წინაშე თავისი ქვეყანაცაა.

"რა თქმა უნდა რთულია იმის უარყოფა, რომ ეს არის დანაშაული, რომელსაც აქვს გენოციდის მახასიათებლები, განსაკუთრებით, თუ გადავხედავთ სხვადასხვა საუბრის კონტექსტს, რომელიც მიმდინარეობს. ის ფაქტი, რომ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას კლავენ, ყველაზე კარგად აჩვენებს, რა არის რუსეთის შეჭრის მიზანი. ამის მიზანი უკრაინელი ერის გაქრობაა.

სანქციების რეჟიმი უნდა გაძლიერდეს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული ამოცანაა. თუმცა პრობლემა ის არის, რომ ზოგიერთი ქვეყნისთვის ეს ფუნდამენტური საკითხია. რუსეთი აშანტაჟებს არა მხოლოდ გერმანიას, არამედ ახლა აშანტაჟებს, ფაქტობრივად, მთელ ევროპას.

უკრაინაზე რუსული აგრესიის ვითარებაში, ვფიქრობ, რომ ამ პირობებში არავის ეპარება ეჭვი, რომ პოლონეთს პოტენციურად ემუქრება რუსული აგრესია მომავალში," - აცხადებს პოლონეთის პრეზიდენტი.

დღის ამბები