27 ივლისი 2024,   08:05
ვრცლად
იმედი გვაქვს, უკრაინის ხელისუფლება გათავისუფლდება იმ ადამიანებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ ჩვენი სახელმწიფოს მიმართ არასწორი ნაბიჯები იდგმება - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე უკრაინის მხრიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიწვევას ეხმაურება.

ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინული მხარის მიერ გაკეთებული განცხადებების და  ბრალდებების ფონზე მიწვევა არარელევანტურია. ამასთან ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინის ხელისუფლება გათავისუფლდება იმ ადამიანებისგან, რომლებიც საქართველოსთან მიმართებაში არასწორად იქცევიან:

"ჩვენ ვისმენთ, სამწუხაროდ სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რასაც აქვს თავისი კონკრეტული მიზეზი, დეტალებში აღარ შევალ. ამ ფონზე ასეთი მოწვევის გამოგზავნა არის სამწუხაროდ არარელევანტური.

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ უკრაინის ხელისუფლება გათავისუფლდება იმ ადამიანებისგან, რომლებიც პრაქტიკულად უზრუნველყოფენ იმას, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან იდგმება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ არასწორი ნაბიჯები.

არამარტო ომის დაწყების დღიდან, ომამდეც, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სახელმწიფოს, ხალხის მიმართ, იყო ურყევი და მტკიცე. არის დასანანი ის გადაწყვეტილებები და განცხადებები, რომლებიც კეთდება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, თუმცა ჩვენ ამაში ვერ შევალთ. მიუხედავად ყველაფრისა უკრაინის ხალხის და უკრაინის სახელმწიფოს მიმართ ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება ურყევად,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები