27 ივლისი 2024,   04:34
ვრცლად
33 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან - დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა

33 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან. 1989 წელს სწორედ ამ დღეს, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში მშვიდობიანი აქცია დაარბიეს. შედეგად 21 მოქალაქე დაიღუპა.

დღეს დილიდან კი 9 აპრილის მემორიალთან ხალხმრავლობაა. ადგილზე იყვნენ მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, დაღუპულებს პატივი მიაგეს უცხოელმა დიპლომატებმაც.

ადგილზე მისული პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ იმ თავისუფლებას, რის გამოც 33 წლის წინ 21 ადამიანმა თავი გაწირა, გაფრთხილება და დაცვა სჭირდება.

ადგილზე იმყოფებიან ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ 33 წლის წინ რუსთაველზე განვითარებულ პროცესებში.

დღის ამბები