20 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
აქცია ბათუმში - სასტუმროს 100-მდე თანამშრომელი ჩინური კომპანიის წინააღმდეგ გამოდის

აქცია ბათუმში - ერთ-ერთი სასტუმროს 100-მდე თანამშრომელი ჩინური კომპანიის წინააღმდეგ გამოვიდა. შეკრებილები ამბობენ, რომ სასტუმრო იჯარით ჩინურმა კომპანიამ დაახლოებით 1 წლის წინ აიღო, 20 დღის წინ კი მისმა წარმომადგენლებმა  ქვეყანა ისე დატოვეს, დასაქმებულებს 3 თვის ხელფასი არ გადაუხადეს.

პრეტენზიები კომპანიის ხელმძღვანელობასთან აქვს სასტუმროს მფლობელსაც. დავალიანებისა და რეპუტაციული ზიანის გამო ის სასამართლოში ჩივილს აპირებს.

დღის ამბები