27 აგვისტო 2026,   19:12
ვრცლად
სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის ველზე არ უნდა იყოს ნეიტრალური განწყობები - პოლონეთის პრემიერი

მორიგი სანქციები რუსეთს - იაპონიამ მოსკოვს დამატებითი სანქციები დაუწესა, სასანქციო სიაში პუტინისა და ლავროვის შვილებიც მოხვდნენ. კანადის მთავრობა შეზღუდვებს დაუწესებს თავდაცვის სექტორში მომუშავე 33 კომპანიას.

რუსეთის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ 6 მოქალაქეს აძევებს საფრანგეთი. დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ისინი დიპლომატიური საფარველის ქვეშ მუშაობდნენ. იტალიამ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით ახალი შეთანხმება გააფორმა ალჟირთან. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დასაწესებლად მზად არის ბელგია.

კრემლის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების მოწოდებით გამოდის პოლონეთის პრემიერ-​მინისტრიცმატეუშ მორავეცკი ამბობს, რომ სანქციებმა ამ ეტაპზე არათუ არ შეაჩერა პუტინის სამხედრო მანქანა, არამედ რუსეთში მიმდინარე გარკვეული ეკონომიკური აქტივობები გარკვეულწილად გააძლიერა.

​"სანქციების მოქმედება ძალიან სუსტი ვაქცინის მოქმედებას შეიძლება შევადაროთ. სანქციებმა ამ ეტაპზე არათუ არ შეაჩერა პუტინის სამხედრო მანქანა, არამედ გარკვეულწილად გააძლიერა რუსეთში მიმდინარე გარკვეული ეკონომიკური აქტივობები. სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის ველზე არ უნდა იყოს ნეიტრალური განწყობები.

ყველას უნდა გავაგებინოთ, ვინც ჯერ კიდევ ეჭვობს, რომ ვერაფერზე შეთანხმდები ისეთ სასტიკ რეჟიმთან, როგორიც მოსკოვის ფაშისტური რეჟიმია. საჭიროა სანქციების გამკაცრება, რათა მოსკოვი იძულებული გახდეს, თავისი პოზიცია შეცვალოს," - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.

დღის ამბები