03 მაისი 2024,   13:34
ვრცლად
ძლიერი შტორმი ფოთში - სტიქიის შედეგად კუნძულის უბნის სანაპირო ზოლი და საზღვაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა 

შავ ზღვაზე დაფიქსირებულმა ძლიერმა შტორმმა ფოთში კუნძულის უბნის სანაპირო ზოლი და საზღვაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. ძლიერი ღელვის შედეგად სანაპიროს რამდენიმე მონაკვეთზე აყრილია ფილები. შტორმმა საძირკველი გამოურეცხა სავალ ნაწილს და დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიაც.

არსებულ ვითარებას ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან და ფოთის მერთან ბექა ვაჭარაძესთან ერთად გაეცნო. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად უკვე დაწყებულია მუშაობა სანაპირო ზოლის ნაპირდამცავი სისტემის პროექტირებასთან და შემდეგ უკვე სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით. შ

ეგახსენებთ, რომ ძლიერმა შტორმმა ფოთთან ერთად პრობლემები ანაკლიასა და განმუხურშიც შექმნა.

დღის ამბები