44 წლის ქართველმა ქალმა ბერძენი დამსაქმებელი გაძარცვა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. შემთხვევა სალონიკში მოხდა. მედიის ინფორმაციით, ქართველმა მომვლელმა სახლიდან ძვირფასეულობა და ფული გაიტანა. საერთო ჯამში, ნაძარცვის ღირებულება 133 000 ევროს აღწევს.
სალონიკის პოლიციამ მძარცველი უკვე დააკავა. გაირკვა, რომ საქართველოს მოქალაქე დანაშაულს 2021 წლის ოქტომბრიდან, 2022 წლის აპრილამდე პერიოდში სჩადიოდა.