უკრაინაში გუშინ დაღუპულ ქართველ მებრძოლს ალიკა ცაავას, ოჯახის ინფორმაციით, სამშობლოში უახლოეს რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ, შემდეგ კი მას ჯვარში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენებენ.
ალიკა ცაავა ბრძოლაში მაშინ დაიღუპა, როდესაც დაჭრილების გამოყვანას ცდილობდა. გუშინ უკრაინაში სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.