27 აგვისტო 2026,   19:13
ვრცლად
ახალი ულტიმატუმი მარიუპოლის უკრაინელ მცველ ჯარისკაცებს - ოკუპანტებმა მათ იარაღის დასაყრელად დრო 13:00 საათამდე მისცეს 

რუსი ოკუპანტები მარიუპოლის მცველებისგან, რომლებიც მეტალურგიულ ქარხანას "აზოვსტალს" იცავენ, ისევ ტყვედ ჩაბარებას მოითხოვენ და კონკრეტულ დროს უსახელებენ - ინფორმაციას ამის შესახებ Украинская Правда ავრცელებს. მედია ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანაში შექმნილი კატასტროფული ვითარების გათვალისწინებით, ასევე ჰუმანური პრინციპების ხელმძღვანელობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ნაციონალისტური ბატალიონების ბოევიკებსა და უცხოელ დაქირავებულ მებრძოლებს 2022 წლის 17 აპრილის 06:00 საათიდან სთავაზობენ შეწყვიტონ ნებისმიერი საომარი მოქმედებები და დადონ იარაღი. ყველას, ვინც იარაღს დადებს, სიცოცხლის შენარჩუნება გარანტირებული ექნება," - წერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

რუსი ოკუპანტების ულტიმატუმია, მხარეებმა ინფორმაციის გაცვლის მიზნით დილის 5 საათზე კომუნიკაცია დაემყარებინათ. დილის 5:30 საათიდან ოკუპანტებს "დუმილის რეჟიმი" უნდა გამოეცხადებინათ. 

"დუმილის რეჟიმზე" თანხმობა მხარეებს ყველა საკონტაქტო არხით უნდა დაედასტურებინათ, უკრაინელ ჯარისკაცებს კი ტერიტორიის დასატოვებლად და იარაღის დასაყრელად დროს 13:00 საათამდე აძლევენ.

 

დღის ამბები