20 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
აბაშაში გაუჩინარებული კაცის სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ - 3-საათიანი დაკითხვის შემდეგ ადგილზე მიიყვანეს დაკარგულის დედაც

აბაშაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიკარგა. "კურიერის" ინფორმაციით, 42 წლის მამაკაცი ბენზინგასამართ "სოკარის" თანამშრომელია და ის გუშინდელი დღის შემდეგ, როცა სამსახურიდან სახლში უნდა დაბრუნებულიყო, არავის უნახავს.

დაკარგული მამაკაცის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცავებმა განყოფილებიდან დაკარგულის დედა მოიყვანეს, რომელსაც სამი საათის განმავლობაში კითხავდნენ.

ადგილზე მივიდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, თუმცა კონკრეტულად რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ადგილზე, ჯერჯერობით კომენტარი არ კეთდება.

დღის ამბები