06 მაისი 2024,   18:54
ვრცლად
პუტინმა ბალისტიკური რაკეტა "სარმატი" - იგივე "სატანა 2" გამოსცადა

პუტინი ძალის დემონსტრირებას ახდენს - რაკეტების, ჭურვებისა და ბომბების შემდეგ, რუსეთის ევროპული ნაწილიდან, პლესეცკის კოსმოდრომიდან საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტაა გაშვებული.

ახალი რაკეტის "სარმატის" გამოცდა, რომელსაც დასავლეთმა უკვე უწოდა "სატანა 2" მოსკოვმა უკრაინაში ომის მეორე ფაზას დაამთხვია.

რაკეტა "სარმატი" მეხუთე თაობის იარაღია და მისი მთავარი უპირატესობა სხვა ანალოგებთან ისაა,
რომ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს მისი განადგურება უჭირთ.

პოლიგონი, საიდანაც ახალი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს კიევიდან დაახლოებით 2 ათას კილომეტრში მდებარეობს, თუმცა ის 18 ათას კილომეტრს ფარავს.

რუსული გენერალიტეტი ირწმუნება, რომ "სარმატი" ორბიტალური დაბომბვისთვისაა განკუთვნილი. მისი ფრენის ტრაექტორია კი, სამხრეთ პოლუსზე გადის რათა ის ამერიკულმა სისტემა ტადმა არ აღმოაჩინოს.
გაშვების შემდეგ მიზანს 10 ტონიანი ქობინი ხვდება. ახალი საკონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ Sky News-მაც გაავრცელა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ის მოსკოვის დროით 15 საათსა და 12 წუთზე გაუშვეს.
პუტინი "სარმატის" გამოცდით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ახალი ბალისტიკური რაკეტა ორჯერ დაფიქრებას აიძულებს მათ, ვინც გაცხარებული, აგრესიული რიტორიკით ცდილობს დაგვემუქროს.

დღის ამბები