08 სექტემბერი 2024,   03:25
ვრცლად
NATO-ს ერთიანობას პუტინი არ მოელოდა... უკრაინელები იმაზე ძლიერები და ამაყები აღმოჩდნენ, ვიდრე ის ფიქრობდა - ბაიდენი

ამერიკის პრეზიდენტმა უმაღლესი რანგის ამერიკელ სამხედროებთან შეხვედრისას უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. ჯო ბაიდენის თქმით, ვლადიმერ პუტინი არ ელოდა ნატოს ერთიანობას.

ამერიკის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ შეიარაღებასა და საბრძოლო მასალაზეც, რომელსაც დასავლეთი უკრაინას ყოველდღიურ რეჟიმში უგზავნის.

"ნატოს ერთიანობას ვლადიმერ პუტინი არ მოელოდა, არ ელოდა, რომ ერთად დავდგებოდით. უკრაინელები იმაზე ძლიერები და ამაყები აღმოჩდნენ, ვიდრე ის ფიქრობდა. განცვიფრებული ვარ, რას აკეთებენ თქვენი დახმარებით, რჩევებისა და შეიარაღების უზრუნველყოფით, რასაც თქვენ აწვდით, ნატოს სხვა წევრებთან ერთად. იარაღი და საბრძოლო მასალა ყოველდღიურად მიედინება და ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ალიანსები და პარტნიორობა მთელს მსოფლიოში. ჩვენი მოკავშირეები ძლიერდებიან, აძლიერებენ ჩვენს რეაგირებას. ნატო არის ერთიანი, ორიენტირებული და ენერგიული, როგორც არასდროს," - განაცხადა ბაიდენმა.

დღის ამბები