08 სექტემბერი 2024,   03:35
ვრცლად
Freedom House ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს - რა წერია დოკუმენტში საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებლის შესახებ

Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში, "საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი" შემცირებულია. მაჩვენებელი 3.18-დან 3.07-მდე ჩამოვიდა. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, ამ წელს 2,5-დან 2,25 შემცირდა, საქართველოს ეროვნული დემოკრატიული მმართველობის ინდექსი, რისი მიზეზიც, ორგანიზაციის განმარტებით, 19 აპრილის შეთანხმების კოლაფსი და მმართველი პარტიისა და ოპოზიციის აქტორების ქმედებების გამო ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გამწვავებაა.

გარდა ამისა, შემცირებულია სამოქალაქო საზოგადოების რეიტინგი, რაც ასახავს შემწყნარებლურ გარემოს ძალადობრივი ულტრამემარჯვენე ჯგუფებისთვის. საუბარია ჯგუფებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ივნისის მოვლენებზე. ანგარიშის თანახმად, 2.75 2,5-მდეა შემცირებული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის რეიტინგი.

"ეს განპირობებულია სასამართლო სისტემაში კრიზისის გაგრძელებითა და გაუარესებით, რაც გამოიხატება ოპოზიციის წარმომადგენლების საქმეების პოლიტიზებულ განხილვაში და მთავრობის მხრიდან რეფორმების განხორციელების წარუმატებლობაში,"- აღნიშნულია ანგარიშში.

დღის ამბები