01 მაისი 2024,   01:38
ვრცლად
მარიუპოლის უკანასკნელი ბასტიონი ისევ დგას - ზელენსკი ქალაქის სამხედრო გზით დაბრუნებას არ გამორიცხავს

მარიუპოლის უკანასკნელი ბასტიონი ისევ დგას. აზოვის ზღვაზე მდებარე უკრაინის სიდიდით მესამე ქალაქზე მთელია დღეა სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.

მოსკოვმა ჯერ განაცხადა, რომ "აზოვსტალი" დაეცა, შემდეგ გავრცელდა ცნობა, რომ პუტინმა შტურმის შეჩერების ბრძანება გასცა, მაგრამ ალყა დატოვა. დღის ბოლოს კი, უკვე ზელენსკი აკეთებს განცხადებას, რომ არ გამორიცხავს ქალაქის სამხედრო გზით დაბრუნებას.

ვაშინგტონში ამბობენ, რომ მარიუპოლის დაცემის დადასტურებული ფაქტები პენტაგონს არ აქვს.

ამასობაში მარიუპოლის ალყაში მყოფი ადამიანები ისევ მწვანე კორიდორის გახსნის რიგში დგანან. მოსკოვი ყოველდღე იტყუება, რომ ჰუმანტარულ გზას ხსნის, თუმცა ჯერ ვერავინ ნახა ქალაქიდან გაშვებული ერთი ბავშვიც კი, თუ არ ჩავთვლით რუსული პროპაგანდის მიერ დადგმულ სცენებს.

"აზოვი" არ ნებდება, სიცოცხლის რისკის ფასად, პოლკი ყოველდღე ახალ გმირობებს სჩადის. გუშინ მათ რუსული ალყა გაარღვიეს და საზღვაო პორტის ტერიტორიაზე უიარაღოდ დარჩენილი უკრაინელი მებრძოლები, დაახლოებით 500 კაცი - "აზოვსტალის" ტერიტორიაზე შეიყვანეს. 

დღის ამბები