01 მაისი 2024,   03:39
ვრცლად
საერთაშორისო კინოფესტივალი პოლიტიკური ელფერით - რუსული კინოს დელეგაცია წელს კანში არ დაიშვება

საერთაშორისო კინოფესტივალი პოლიტიკური ელფერით. კანის ფესტივალი უკვე შეუერთდა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, წელს რუსული კინოს დელეგაცია კანში არ დაიშვება. 

საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე წელს კანის ფესტივალი უკრაინის სოლიდარობის გამოხატვას დაეთმობა. საიუბილეო ფესტივალზე ორი უკრაინელი რეჟისორის ფილმი იქნება ნაჩვენები, მათ შორის მაქსიმ ნაკონეჩნის "პეპლის ხედვა", ფილმი ტყვედ ჩავარდნილ უკრაინელ ქალზეა, რომელიც სახლში ბრუნდება. კინოსურათში ირიბი მინიშნებაა დონბასის მოვლენებზე. 

კიდევ ერთმა უკრაინელმა რეჟისორმა სერგეი ლოზნიცამ კი კინოფესტივალის სამზადისის კონფერენცია ტრიბუნად გამოიყენა და მსოფლიოს კიდევ ერთხელ მოუყვა, თუ რას აკეთებენ ოკუპანტები მის სამშობლოში. ლოზნიცამ უკრაინაში მიმდინარე ომი მეორე მსოფლიო ომს შეადარა. 

კანის მთავარი ჯილდოსთვის 18 ფილმი იბრძოლებს, ამას გარდა იქნება არასაკონკურსო ფილმების პრემიერებიც. საერთაშორისო კინოფესტივალი 18 მაისს გაიხსნება და 10 დღის განმავლობაში გასტანს.

დღის ამბები