08 მაისი 2024,   01:12
ვრცლად
24 საათში რუსეთის არმიამ დონეცკის რეგიონში 42 სოფლის ოკუპაცია მოახდინა - ბოლო ცნობები უკრაინიდან

უკრაინაში ომის 58-ე დღეა - ლუგანსკში, დონეცკში, ხარკოვსა და პოლტავაში განგაშის სიგნალები ისმის. დონეცკში დაბომბვების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთის არმიამ დონეცკის რეგიონში 42 სოფლის ოკუპაცია მოახდინა. ამ დროისთვის ოკუპანტს უკრაინის დაახლოებით 3 500 დასახლებული პუნქტი აქვს დაკავებული. ეს არის 30 პროცენტი იმ ტერიტორიისა, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

ხარკოვის მერი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომელთა სოფლებიც გამუდმებით იბომბება, დათანხმდნენ ევაკუაციას. ბოლო 24 საათში რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში 50-ჯერ გახსნეს ცეცხლი. განადგურდა ორი სასურსათო ბაზარი და დაიბომბა საცხოვრებელი უბნები. ერთ-ერთი ჭურვი მანქანას მოხვდა. არიან დაღუპულები.

რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ნიკოლაევზეც, რის შედეგადაც დაშავდა სამი ადამიანი. "აზოვის" პოლკის მეთაურის ინფორმაციით, "აზოვსტალის" ტერიტორიაზე პრაქტიკულად ყველა შენობა განადგურებულია. აგრესორები ყრიან ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებს, რაც იწვევს ნგრევას. არიან დაჭრილები და დაღუპულები მიწისქვეშა თავშესაფრებში, მათ შორის მცირე წლოვანი ბავშვებიც.

დღის ამბები