საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 259 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 360 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 080 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 280 PCR ტესტით.