01 სექტემბერი 2026,   20:11
ვრცლად
"გაქვთ შანსი, ერთი ხელის მოსმით მოაგვაროთ ეს პრობლემა" - მელია პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს

ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ასევე მსჯავრდებული პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნასაც აყენებს.

ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი სიცოცხლე და დასავლური მომავალი მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ მოთხოვნა გიული ალასანიასთან ერთად რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.

"ერთადერთი გამოსავალი, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს არის ქვეყნის გარეთ შესაბამის ჰოსპიტალში გადაყვანა.

ბოლო ბოლო ქალბატონ ზურაბიშვილსაც მივმართავ, თქვენ გაქვთ შანსი, რომ უზრუნველყოთ ქვეყნის სტაბილური, ევროატლანტიკური და ევროპული მომავალი. ერთი ხელის მოსმით ყველაზე იაფად შეფასებული და ღირებული კალმისტრით. თქვენ შეგიძლიათ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა მოაგვაროთ," - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები