27 ივლისი 2024,   04:15
ვრცლად
ოფიციალურმა კიევმა არესტოვიჩის პირით აღიარა, რომ "ნაცმოძრაობა" ომის პარტიაა - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სპეციალურ ბრიფინგზე, არსეტოვიჩის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოფიციალურმა კიევმა არესტოვიჩის პირით აღიარა, რომ "ნაცმოძრაობა" ომის პარტიაა:

"სააკაშვილის გეგმებით აქ უნდა მდგარიყო რუსული ტანკები, მას აქვს მარტივი ინტერესი, რაზეც დღეს არესტოვიჩმა გულახდილად ისაუბრა. მან თქვა პირდაპირ რომ სააკაშვილი დაიწყებდა ომს, რასაც არ გააკეთებს მოქმედი ხელისუფლება. ანუ არესტოვიჩმა გაამხილა ის, თუ რისთვის ჩამოდიოდა რეალურად სააკაშვილი საქართველო. რაშიც მაშინაც აწყობდა სააკაშვილის 2008 წელს რუსული ტანკების საქართველოში შემოსვლა, ზუსტად იგივეში აწყობდა ახლაც რუსული ტანკების თბილისში შემოსვლა. ბუნებრივია სააკაშვილი ამას არ ეღირსება და ამიტომ, ის უნდა იჯდეს ციხეში. ოფიციალურმა კიევმა არესტოვიჩის პირით აღიარა, რომ "ნაცმოძრაობა" ომის პარტიაა და ასევე ისინი მოღალატეები არიან," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები