27 ივლისი 2024,   04:42
ვრცლად
არახამია "ნაცმოძრაობის" გარე სპიკერია, ე.წ. ჩანაწერი და შემდეგ მისი განცხადება იმ შეხვედრის ლოგიკური გაგრძელებაა, რომელიც ბაკურიანში შედგა - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, არახამიას "ნაცმოძრაობის" გარე სპიკერს უწოდებს. ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ჩანაწერს გამოეხმაურა, სადაც გამავრცელებლების მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის და რუსული კომპანია Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარია ასახული. მან ამ კონტექსტში არახამიაც ახსენა, რომელსაც კიდევ ერთხელ უწოდა "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებული პირი. სწორედ ამიტომ, კობახიძე აცხადებს, რომ მისი აზრით, ე.წ. ჩანაწერი და შემდეგ არახამიას განცხადება არის იმ შეხვედრის ლოგიკური გაგრძელება, რომელიც ბაკურიანში შედგა.

"მე მახსოვს როდესაც გავრცელდა ფეიკი რძის პროდუქტებტან დაკავშირებით, თითქოს საქართველო აფართოვებდა საკუთარ ექსპორტს რძის პროდუქტების კუთხით, რუსეთის ფედერაციაში. იმავე დღეს, სწორედ დავით არახამია გამოეხმაურა ამ ფეიკს. ახლაც გავრცელდა კიდევ ერთი გაუგებარი ჩანაწერი, ავთენტურია თუ არა აქაც არ ვიცით, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა და იმავე დღეს, ამ ჩანაწერს გამოეხმაურა დავით არახამია. ამას ერთი მარტივი მიზეზი აქვს, დავით არახამია საქართველოში არის რადიკალურ ოპოზიციაში, უკრაინაში კი, ხელისუფლებაში, თან საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე. ასეთ დროს, არის სრული კოორდინაცია კიევსა და თბილისს შორის.  საზოგადოებამ უკვე ყველაფერი იცის არახამიასთან მიმართებით, თუმცა არა ყველაფერი, მე მგონია ომი რომ დასრულდება კიდევ უფრო მეტს გაიგებენ მის შესახებ, ცუდ რაღაცებს. 

მე მგონია რომ ეს ე.წ. ჩანაწერი და შემდეგ არახამიას განცხადება არის იმ შეხვედრის ლოგიკური გაგრძელება, რომელიც ბაკურიანში შედგა. ბაკურიანში რევოლუციური შეკრება შედგამ შულავერის კომიტეტის მოღალატეობრივი შეკრება, სადაც მათივე აღიარებით განხილული იქნა ხელისუფლების გადატრიალების გეგმები. მათ თავადაც იციან რომ არავითარი ემოციური ფონის შეცვლის რესურსი არ აქვთ და ამ შემთხვევაში ეს ჩანაწერიც იყო მათთვის ერთგვარი ხავსი. ამ შეკრების გაგრძელება უნდათ ჩანაწერით და მერე არახამიას განაცხადებით. იმასაც არ გამოვრიცხავდი რომ იგივე აკერმანის ჩამოტანილი იყოს ეს ფარული ჩანაწერები. ეს ჩემი პოლიტიკური ვარაუდია, თუმცა ძალიან ლოგიკურად ებმის ეს ყველაფერი ერთმანეთს. არახამია არის "ნაცმოძრაობის" გარე სპიკერი. ამ ფეიკების შემქმნელიც და შემდეგ გამავრცელებელიც არის "ნაცმოძრაობა", რომელსაც არახამია წარმოადგენს დღეს კიევში,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები