27 ივლისი 2024,   04:26
ვრცლად
სანქციების ჭურვები ბიძინა ივანიშვილთან სულ უფრო და უფრო ახლოს ეცემა - ნიკა მელია

გავრცელებული ჩანაწერის ნამდვილობაში ეჭვი არ ეპარება ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ეს არის საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ ქართული ოცნების დმფუძნებელს სანქციები დაუწესდეს. საუბარია, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ჩანაწერზე, სადაც გამავრცელებლების მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის და რუსული კომპანია Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარია ასახული.

"სანქციების ჭურვები ბიძინა ივანიშვილთან სულ უფრო და უფრო ახლოს ეცემა. დიახაც, გუშინდელი ჩანაწერი, რომელსაც ვერ უარყოფს ვერც ერთი ობიექტური და ჭკუათმყოფელი მოქალაქე, არის დასტური იმისა, რომ სანქცირებულ ადამიანებთან ბიძინა ივანიშვილი ჩართულია ბიზნეს თვალსაზრისით. ყველაფერი მიდის ლოგიკური დასასრულისკენ - ბიძინა ივანიშვილი უმაღლესი ალბათობით იქნება სანქცირებული ევროპისა და აშშ-ს მიერ,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია. 

პარტიის "დროა" თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად იმსახურებს სანქციებს.

"ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად იმსახურებს სანქციებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის იმისა საშუალებაა, რომ სასჯელი აიცილოს თავიდან. დავით ხიდაშელი არის პირდაპირ შემსრულებელი კრემლის დავალებებით კერძოდ, სანქციების თავიდან არიდების საკითხებში,"- აღნიშნავს ელენე ხოშტარია.

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი კი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილი სანქციების ქვეშ მოაქციოს. 

 

დღის ამბები