27 ივლისი 2024,   08:08
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში, უკრაინაში გენოციდის აღიარების შესახებ დადგენილებას არეგისტრირებს - რას პასუხობენ მათ მმართველ გუნდში

"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში, უკრაინაში გენოციდის აღიარების თაობაზე დადგენილებას არეგისტრირებს. განცხადება ნიკა მელიამ გააკეთა. 

"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში არეგისტრირებს დადგენილებას, უკრაინაში გენოციდის აღიარების თაობაზე. ბუნებრივია არ იქნება იურიდიული და სამართლებრივი დეტალების გამორკვევის პროცესი, ეს იქნება პოლიტიკური შეფასება. ან კი, ან არა. ან ნანახმა დაარწმუნა "ქართული ოცნება", რომ ბუჩაში ნამდვილად არის გენოციდი, ან ისინი ამ ყველაფერს უარყოფენ,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია. 

საპასუხო კომენტარი გაკეთდა მმართველ გუნდში - "ქართული ოცნების" შეფასებით, ნებისმიერი ასეთი ინიციატივა პირდაპირ კავშირშია საქართველოში ომის დაწყების ინტერესთან.

"კაცი, რომელიც პარლამენტიდან გავიდა, პარლამენტში აინიცირებს დოკუმენტს, წარმოიდგინეთ რამდენად კომიკურია მათი მდგომარეობა. ჩვენ ვთქვით, რომ არც ერთ მათ საგარეო პოლიტიკურ რეზოლუციას არ განვიხილავთ. იმიტომ რომ ყველაფერი მიმართულია ერთი და იგივე მიზნისკენ, ეს არის საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღება. ეს არის ომის პარტია და ნებისმიერი მათი ინიციატივა ემსახურება ომის პარტიის ინტერესებს. შესაბამისად, ჩვენ ამ თამაშში არ შევალთ,"- აღნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები