27 აგვისტო 2026,   19:13
ვრცლად
ომმა უკრაინაში ყველაფერი შეცვალა, სიტყვა უნდა შევასრულოთ და გავაგრძელოთ ევროკავშირის გაფართოება - ევროპარლამენტის პრეზიდენტი

"ევროპამ და მთელმა მსოფლიომ უნდა გაიღვიძოს" - ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ამბობს, რომ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება უნდა გაგრძელდეს. რობერტა მეცოლას განცხადებით, უნდა გაგრძელდეს ევროკავშირის გაფართოება. მეცოლა მიიჩნევს, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები დიდი ხანია ევროკავშირის კარის გაღების მოლოდინში არიან და ევროკავშირმა თავისი სიტყვა უნდა შეასრულოს.

​"უკრაინაში ომმა ყველაფერი შეცვალა. მომხდარი უნდა გახდეს მიზეზი, რომ ევროპამ და მთელმა მსოფლიომ გაიღვიძოს. უკრაინელი ქალები და ბავშვები დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად უდიდეს საფასურს იხდიან. ჩვენ ამ ბრუტალური და პროვოცირებული შეჭრიდან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. უნდა მოვახდინოთ სანქციების იმლპემენტაცია. ეს სანქციები აუცილებელია, რომ იყოს სრულყოფილი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სანქციების დაწესება. ჩვენ ვიქნებით ძლიერი იქამდე, სანამ ვართ ერთიანები.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ევროკავშირის გაფართოება. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ჩვენი კარის გაღებას დიდი ხანია ელოდებიან. ევროკავშირმა თავისი სიტყვა უნდა შეასრულოს. ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ბოსნია ჰერცოგოვინაზე, რუსეთის მომდინარე საფრთხეების გამო," - განაცხადა რობერტა მეცოლამ.

შეგახსენებთ, რამშტაინის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე 3 საათზე მეტია შეხვედრა მიმდინარეობს - 40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი მსჯელობს თუ როგორ უნდა დაეხმარონ უკრაინას. შეხვედრაში მონაწილეობს NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინიც.

დღის ამბები