08 სექტემბერი 2024,   03:24
ვრცლად
ჩემთვის წარმოუდგენელია ასეთ საუბრებზე და ჩანაწერებზე სპეკულირება და, მითუმეტეს, სერიოზული კომენტარის გაკეთება - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერმა არ უნდა გააკეთოს კომენტარი მედიაში გავრცელებულ ჩანაწერზე, რომელიც, თითქოსდა, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარს ეხება. ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, რამდენჯერმე ნახსენებია ირაკლი ღარიბაშვილის სახელი და გვარიც.

"მე არ ვთვლი, რომ პრემიერ-მინისტრმა უნდა გააკეთოს კომენტარი რაღაც გაუგებარ ჩანაწერებზე, ეს ერთი. რა თქმა უნდა, სრულიად გაუგებარია - არის ავთენტური, არ არის ავთენტური, ჩემთვის წარმოუდგენელია საერთოდ ასეთ საუბრებზე და ასეთ ჩანაწერებზე სპეკულირება და, მითუმეტეს, სერიოზული კომენტარის გაკეთება,"-აცხადებს პრემიერი.

 
დღის ამბები