მთაწმინდის პარკში ყველისა და ჩაის გამოფენა-გაყიდვა იმართება. ღონისძიებაში 40-მდე ქართული და უცხოური კომპანია მონაწილეობს.
სტუმრებს პროდუქციის დაგემოვნება და შეძენა შეუძლიათ. გამოფენის ბოლოს ქართველ თუ უცხოელ სტუმრებს მუსიკალურად და ვიზუალურად გაფორმებული ნომრები ელოდებათ.