საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებულ სიტუაციას და შესაძლო აქციების გამართვის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს ანონსი სიცრუეზეა აგებული და გამართულ აქციებს ვერანაირი წარმატება ვერ ექნება.
"როდესაც რაღაც ანონსი არის სრულ სიცრუეზე და სიყალბეზე აგებული, მას ვერანაირი წარმატება ვერ ექნება. რაც შეეხება სააკაშვილის მდგომარეობას, პატიმრის ჯანმრთელობის დაცვა არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ამ კუთხით ყველაფერი უნდა გაკეთდეს და კეთდება კიდეც.
თუ პატიმარი განწყობის არარსებობის გამო არ იღებს ცილოვან საკვებს, აქ არ ვიცი რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ შეიძლება აქაც იყოს გარკვეული გზები. საბოლოო ჯამში ერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული პატიმარი ყველანაირი პირობებით არის უზრუნველყოფილი. მათ აქციებს ვერ ექნება წარმატება, რადგან "ნაცმოძრაობას" საზოგადოება მხარს არ უჭერს," - განაცხადა კობახიძემ.