კახეთში გარდაცვლილი 68 წლის ქალის შვილი აცხადებს, რომ მისი დედა მეზობელს 3 დღის განმავლობაში ჰყავდა დამწყვდეული.
"3 დღე მყავდა დამწყვდეულიო, ვაჭმევდი კიდეც და ვასმევდი კიდეცო. შევედი შიგნით და მკვდარი დამხვდაო, ეზოში კაკალი მიდგას და იქ დავმარხეო - ამას სერიოზულად საუბრობს. სამი დღის განმავლობაში მეზობლები ამბობენ, დღე და ღამე მუსიკის ხმა გამოდიოდაო, ასევე ამბობენ, რომ კაკუნის ხმა გამოდიოდაო, ალბათ შველას ითხოვდა,"- აცხადებს გარდაცვლილის შვილი.
შეგახსენებთ, რომ კახეთში, სოფელ შალაურში 2 წლის წინ გაუჩინარებული ქალის ცხედარს ეძებენ.