თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
60 წლამდე ქალი და ბავშვები გაჩერებაზე იდგნენ, რა დროსაც სწრაფად მიმავალი ავტომანქანა ჯერ ქალს დაეჯახა, შემდეგ კი 11 წლის ბავშვს. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვი კი უმძიმესი მდგომარეობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, გარდაცვლილი ქალი გვერდით სოფელში, სკოლაში მიდიოდა, ის მასწავლებელი იყო. დაშავებული ბავშვი კი, ამავე სკოლის მოსწავლე.
ექიმების განმარტებით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა, ის თბილისში გადაიყვანონ.