03 მაისი 2024,   23:48
ვრცლად
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი და ბექა შენგელიებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 

ვარკეთილში, სპეცოპერაციის დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი დასრულდა - გიორგი და ბექა შენგელიებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად გუშინ, დღის ბოლოს წარედგინათ. ერთ-ერთ მათგანს ბრალად ედება პოლიციელის ავტომანქანაზე განზრახ დაჯახება, მეორეს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა.

პროკურორმა დღეს სასამართლო სხდომაზე რამდენიმე გარემოებიდან გამომდინარე მოითხოვა ბექა და გიორგი შენგელიების მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული იყოს პატიმრობა. ბრალმდებელმა ერთ-ერთ არგუმენტად, ბრალდებულების წარსულში ნასამართლეობა, მათი მიმალვის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე დაასახლა, თუ მათ პატიმრობა არ შეეფარდათ. ამ არგუმენტებს უსაფუძვლოს უწოდებს დაცვის მხარე, ბრალდებულმა ბექა შენგელიამ სიტყვის უფლებით ისარგებლა და მან პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება კატეგორიულად უარყო. ასევე, აღნიშნა,  რომ 15 აპრილს, არ შეჯახებია პოლიციელის ავტომობილს და მოითხოვა ჩანაწერები, რომელიც ამ შეჯახებას ასახავს.

განსხვავებული პოზიცია აქვს პროკურორ დავით ყაზარაშვილს, რომელიც ირწმუნება, რომ სწორედ ეს ადამიანები ემუქრებოდნენ პოლიციას ხელყუმბარის აფეთქებით.

"ეს ადამიანები პოლიციას ემუქრებოდნენ ხელყუმბარის აფეთქებით. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც დაზიანდა და არის დაზარალებული მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დღესაც მკურნალობს. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ჯერჯერობით ბრალიო არცერთ მათგანს არ წარედგინა, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ სწორედ ერთ-ერთი ამ პიროვნების ჩადენილი არის დანაშაული ზუგდიდში,"-აცხადებს დავით ყაზარაშვილი.

 

 

 

 

დღის ამბები