19 დეკემბერი 2024,   10:02
ვრცლად
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ვიზიტით აშშ-ში იმყოფება

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაიწყო. მინისტრი უკვე შეხვდა ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელს, ქეთრინ თაის. საუბარი, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, შესაძლო შეთანხმების პერსპექტივას ეხებოდა. ეს არის თემა, რომელიც ამერიკასთან საკმაოდ რთული მისაღწევია, თუმცა ქართული მხარის თქმით, ასეთ მაღალ დონეზე შეხვედრის გამართვა, უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ქართული მხარე განმარტავს, რომ პანდემიის და ომის პირობებში, მიწოდების და ლოგისტური ჯაჭვების წყვეტის ფონზე, მსოფლიოში ბევრი რამის გადახედვა მოხდა და რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავება კიდევ უფრო აქტუალური ხდება. ლევან დავითაშვილს ვაშინგტონში შეხვედრა ასევე საფინანსო განვითარების კორპორაციაშიც ჰქონდა.

დღის ამბები