22 ნოემბერი 2024,   19:04
ვრცლად
პრემიერ - მინისტრი მახათას მთაზე საზეიმო წირვას დაესწრო - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე საქართველოში

დღეს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია  ორ დღესასწაულს აღნიშნავს - ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანებისა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომობის დღეს. ანდრია მოციქული საქართველოში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელია. დილიდან ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება, მრევლისთვის ეს დღე განსაკუთერბულია.

ქადაგებას, მთავრობის მეთაური აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ანდრია პირველწოდებულის დღეს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისი ქვეყანაში უქმე დღედ არის გამოცხადებული. 

დღის ამბები