უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი განმარტავს, რომ რუსეთის პოზიციის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი ნატო-ს შემდეგ, უკრაინის ევროკავშირში გაწევრების წინააღმდეგ გამოდის, კლასიკური თვალთმაქცობაა.
"მოსკოვის სიტყვებს ფასი არც ქაღალდზე აქვს და არც საუბრის დროს. კარგი ამბავი ის არის, რომ მსოფლიოს უკვე აღარ აღელვებს ბარბაროსებისა და მოროდიორების აზრი", – დაწერა "ტვიტერზე" მიხაილ პოდოლიაკმა.