"სუხიშვილებმა" უკრაინის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გამართეს. შესული თანხა ივანო-ფრანკოვსკის სტეფანიკის სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მხარდასაჭერად გადაირიცხება.
კონცერტს კულტურის მინისტრიც დაესწრო და სუხიშვილებს, კულტურის პალატას, თბილისის მერიას და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.